თვითმმართველ ქალაქებში, მერის წარდგინებით, ადგილობრივ საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
მომხსენებელმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ თანდართულ - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტზე ისაუბრა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში 37 074 ჰექტარ ფართობს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.




