ხაზარაძემ კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება. ამის მიუხედავად ორმაგი სტანდარტის კამპანიის წარმოება აჩვენებს, როგორ მძიმე დღეში ვარდებიან ადამიანები, როცა პოლიტიკაში უცხო ძალების დავალებების შესასრულებლად არიან დარჩენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში ისინი ქართულ დემოკრატიას, სუვერენიტეტს ებრძვიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე კერძო სექტორში ყოფნისას თაღლითობით გამოირჩეოდა და სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის ერთ-ერთი რგოლი იყო, კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება. ამის მიუხედავად, მავნებლურად, ორმაგი სტანდარტით სავსე კამპანიას როცა აწარმოებს, აჩვენებს, როგორ მძიმე დღეში ვარდებიან ადამიანები, როცა პოლიტიკაში დარჩენილი არიან უცხო ძალების დავალებების შესასრულებლად. სინამდვილეში ისინი ქართულ დემოკრატიას, სუვერენიტეტს და ქართულ ეკონომიკას ებრძვიან. ყველა მიმართულებით მწარედ დამარცხდებიან, რადგან მსგავსი აგენტები ქვეყნის განვითარებას ვერცერთი მიმართულებით ვერ შეაფერხებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.