გერმანიის საგარეო უწყების პასუხმა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, ვიდრე პასუხი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ კონკრეტული ორგანიზაციების გამჟღავნების სურვილი არ აქვთ შესაბამის ბიუროკრატებს, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ თანხები პოლიტიკოსებს ხმარდებათ და არა „ენჯეოებს“.
„შეუძლებელია, საიდუმლო იყოს ის, საელჩოს მხრიდან კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას აქვს დაფინანსება და ეს თანხები რას ხმარდება. ეს არის გერმანელი გადასახადების გადამხდელების გადახდილი თანხები. ის, რომ კონკრეტული ორგანიზაციების გამჟღავნების სურვილი არ აქვთ შესაბამის ბიუროკრატებს, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ეს თანხები პოლიტიკოსებს ხმარდებათ და არა „ენჯეოებს“, რაც ქვეყნის შიდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეშად ჩარევას ნიშნავს. სწორედ ამის გამჟღავნების შიში აქვთ პასუხის ავტორებს, რომელთაც პასუხებით უფრო მეტი შიში გააჩინეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
გერმანიის მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის მონაწილეობას შეეხებოდა, პასუხები გამოაქვეყნა. გერმანიის მთავრობამ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მოცულობა გაასაჯაროვა, თუმცა კონკრეტული ორგანიზაციები არ დაუსახელებია.








