დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს." - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი
წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს.
ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობითჩვენ ეს შეგვიძლია! გაუმარჯოს საქართველოს".