"ჩემი საქართველო აქ არის ", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

რესპუბლიკის მოედნიდან და ბარათაშვილის ხიდიდან „ქართული ოცნების“ ლიდერების და მხარდამჭერების მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილი.

მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მმართველი გუნდის წევრები მიმართავენ.

ამ წუთებში კი თავისუფლების მოედანზე კონცერტი მიმდინარეობს. სცენაზე გამოდიან ის შემსრულებლები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნების“ გასვლით ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას.