არ მგონია, რომ პრეზიდენტმა, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, განწყობების მიხედვით უნდა გადათქვას საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ევროპარლამენტის გარკვეული წევრების მოსაზრებებს და მათ მოწოდებებს პრეზიდენტისადმი, ჩვენ არასდროს გვიმოქმედია შთაბეჭდილებებით, პირიქით, ყოველთვის მკაცრად ვიცავდით სახელმწიფოს ინტერესებს, ზედმიწევნით ვასრულებთ კანონმდებლობის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ გარკვეული არხების სარედაქციო პოლიტიკაც ასეა მომართული და ეძებენ გარკვეულ სკანდალებს. როგორც გითხარით, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სახელმწიფოს ყველა ინტერესს. რაც შეეხება პრეზიდენტი გაიზიარებს თუ არა მათ მოწოდებებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გიპასუხებთ. თავად ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება, თუმცა მახსოვს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მისი განცხადება: „არა და არასდროს“. მისი გადასაწყვეტია, სწორი იქნება თუ არა, მაგრამ არ მგონია, რომ პრეზიდენტმა, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, განწყობების მიხედვით უნდა გადათქვას საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.