იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში პატიმრის წერილს აქვეყნებს, რომელიც 2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაკავებას იხსენებს.
"ერთ-ერთი პატიმრის წერილიდან ადამიანურობისგან წარმოუდგენლად დაცლილი ამბავი შევიტყვე. ეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის უახლესი ისტორიის ტრაგიკული მონაკვეთის ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელია…
“მე გეტყვით მოკლედ ჩემს ამბავს და არა სხვის მოთხრობილს ან ჭორის დონეზე მოსმენილს 2006-ში მომიყვანეს ეგრეთ წოდებულ ორთაჭალის N1 მაშინ გუბერსკი ერქვა იმას აღარ მოვყვები კარანტინი კალიდორი და ასე შემდეგ. ამიყვანეს საკანში იღება კარები და გადმოვარდა პატიმარი კარიდან ახლა ვიცინი მაშინ არ მეცინებოდა რატომღაც შევდივარ საკანში მაგრამ ვერ შევდივარ მოიკეტა კარი როგორც იქნა საკანში 75-ში არის 32 ადამიანზე გათვლილი საწოლი. ასე იდგა ვიყავით 101 ადამიანი აი ამას რომ დაივიწყებ მართლა ყველაფრის ღირსი ხარ.”
P.S დღეს ამ სისტემის შემქმნელი ნეობოლშევიკები საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან…"