მწერალთა სახლის მომავალი ხელმძღვანელის, ქეთი დუმბაძის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ერთ-ერთი პრეტენზია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება. დუმბაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.
„ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დუმბაძემ.
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოსცა.