პარტია "ქართუი ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საფრანგეთის პრეზიდენტისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინაა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
"დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს.
ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს." - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, ელისეის სასახლემ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას მაკრონმა დაგმო დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებისადმი ძალადობა, გამოვიდა დიალოგის მოწოდებით პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან