საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დაესწრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის სამოქალაქო პანაშვიდს.
"სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დავესწარი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის სამოქალაქო პანაშვიდს და პატივი მივაგე მათ ხსოვნას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა თავგანწირვამ და გმირობამ მარადიული ადგილი დაიმკვიდრა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ ადამიანების თავდადება მომავალი თაობებისთვის სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი იქნება. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანაგრძნობასა და სამძიმარს გარდაცვლილთა ოჯახებს." - წერს მიხეილ ყაველაშვილი.