როგორც ყოველთვის, რუსეთმა არ შეასრულა თავისი ნაწილი იმ შეთანხმების და იმან დაარღვია ბოლომდე და ანექსიით დაარღვია, რაც ასევე ჩვენ ისტორიაში უნდა გვასწავლიდეს, თუ როგორ ექცევა რუსეთი თავის დაპირებებს. თუ რამე დაპირებები მოგვცა რუსეთმა ამ პერიოდში და არ ვიცი, ჯობია, რომ ამას დავუბრუნდეთ და დავფიქრდეთ, რომ რომელ ერთს შეასრულებ. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"მე დავიწყებ 1783 წლიდან ზუსტად, რამე თუ ცოტა ხნის წინ ამ კონფერენციის ფარგლებში, ჩვენ დავურიგებთ მონაწილეებს თამარ პაპავას მიერ დაწერილი წიგნი, ერთი საუკუნის წინ თითქმის, რომელიც აღწერს ქართველი ქალების ბრძოლას. ზოგჯერ, ნამდვილ ბრძოლას და ზოგჯერ მხოლოდ გამძლეობას და წინააღმდეგობას, მშვიდ წინააღმდეგობას, რაც გაუწიეს რუსეთის იმპერიალიზმს მე-19 საუკუნეში. და ეს არის ჩვენი მაგალითი, რომ საქართველო ყოველთვის იყო, ძალთა შეფარდება როგორც უყვართ, საბჭოთა სტრატეგიის ერთ-ერთი ის იყო, ძალთა შეფარდება ჩვენს სასარგებლოდ არასოდეს არ ყოფილა და არც უკრაინის სიტუაციაში არა ვართ, რომ უზარმაზარი ტერიტორია, ადამიანური და სამხედრო რესურსები არ გვქონია რუსეთთან მიმართებით. მაგრამ ეს არასოდეს არ განაპირობებდა იმას, რომ საქართველო წასულიყო რაღაც დათმობებზე, თუმცა არც 1783 წლის ტრაქტატი, რომელსაც ზოგჯერ არასწორად ვიგებთ...
როგორც ყოველთვის, რუსეთმა არ შეასრულა თავისი ნაწილი იმ შეთანხმების და იმან დაარღვია ბოლომდე და ანექსიით დაარღვია, რაც ასევე ჩვენ ისტორიაში უნდა გვასწავლიდეს, თუ როგორ ექცევა რუსეთი თავის დაპირებებს. თუ რამე დაპირებები მოგვცა რუსეთმა ამ პერიოდში და არ ვიცი, ჯობია, რომ ამას დავუბრუნდეთ და დავფიქრდეთ, რომ რომელ ერთს შეასრულებ.
არაერთხელ ჩვენს ისტორიაში, უფრო ახლო ისტორიაში, რაც შემოსული არის ჩვენს ტერიტორიაზე, აფხაზეთში და ცხინვალში, სხვადასხვა ფორმით, ვამბობ 91 წლიდან, არაერთხელ ისეთ ირიბ მოლაპარაკებებში, ვითომცდა გპირდებოდა ხან ერთს და ხან მეორეს და ხან კიდევ ვის, რომ მე დაგითმობ ან აფხაზეთს, ან აფხაზეთის ნახევარს, ჩვენ გვახსოვს...
გვახსოვს საუბრები თუნდაც სააკაშვილის და პუტინის და მანამდის შევარდნაძეს რომ დაჰპირდნენ და ამიტომ ესენგესში შევიდა. ასე რომ, ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი არის. რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს. იმიტომ, რომ გადაგაგდებს...მთავარი ის არის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორი, რომ მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი ეს კედელი, ვთქვათ, ირღვევა და გრძნობს, რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა. არა მაინც და მაინც სამხედრო კუთხით, მაგრამ რაღაც თავისი ფორმებით. ამიტომ, მუდამ საჭირო არის, რომ ჩვენ ჩვენ ადგილას ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო მთელ ამ ბოლო პერიოდში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში და უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებას. მოთმინება მესმის. არაკონფრონტაცია მესმის. სიფრთხილე მესმის. დათმობა არ მესმის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.