პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა დოლიძეს.

ანა დოლიძის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილს ხვდება. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელთანაც გამართავს შეხვედრას.