დღეს ერთადერთი ძალა და პარტია არის „ოცნება". ერთპარტიული სისტემა არის და ამდენად, ერთი ოლიგარქია მხოლოდ,-  ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს გზა არის ევროპა, სხვა გზა არ არსებობს. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ და არ დავინახავ. ჩემი ადგილი სადაც იქნება და როგორც იქნება იქ ვიქნები. მე ჩემი ხალხის გვერდით ყოველთვის ვიქნები, ზემოთ არა, თუმცა პარტიების ზემოთ...  ჩემი ხალხის გვერდით და ამ გზაზე ნამდვილად ბოლომდე ვიქნები.

არჩევნებამდე მივდივართ ნამდვილ არჩევნებზე ტექნიკური კოალიციური მთავრობით. ეს არ არის პოლიტიკოსების, მე ვიქნები პრემიერი, შენ იქნები პრემიერი. ეს მთავრობა იქნება ტექნიკური. მისი ერთადერთი დანიშნულება იქნება, რომ შეასრულოს სამოქმედო გეგმა. პარლამენტიდან, რომელიც პარლამენტად გადაიქცევა და კონტროლის საშუალება ექნება ამ კოალიციურ მთავრობაზე...

კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას. დღეს ერთადერთი ძალა და პარტია არის "ოცნება". ერთპარტიული სისტემა არის და ამდენად, ერთი ოლიგარქია მხოლოდ. კოალიციური მთავრობა თავისთავად ნიშნავს, რომ ერთი გავლენა ვერ იქნება. კოალიციური მთავრობა ასევე ნიშნავს დეპოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს", - ამბობს პრეზიდენტი.