საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება და მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან მუშაობა იქნება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ არის პარტიული კამპანიის მონაწილე.
"მე უფრო ჩართული ვარ ვიდრე პოლიტიკური პარტიები. სხვა საქმე მე არ მექნება. ჩემი საქმე არის ქართული ქარტიის პოპულარიზაცია. ნდობის შექმნა საზოგადოებაში ამ ქარტიის მიმართ დ იმ პარტიების მიმართ, რომლებიც იღებენ ამ ვალდებულებას, ევროპული ფრონტის მხარდაჭერა. ამ სამი თვის მანძილზე ეს არის ჩემი. გარეთ იქნება თუ... უნდა დავვესწრო კონფერენციებს იქ წავალ, მაგრამ უფრო მიმაჩნია რომ აქ მეტი გასაკეთებელია. იგივე რეგიონებში სადაც საჭირო ვიქნები.
მე არ ვარ პარტიული კამპანიის მონაწილე, მაგრამ ვარ ევროპული კამპანიის ლიდერი" - განაცხადა პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრაზე "რადიო თავისუფლების" კითხვის, "ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება ამ წლის ბოლოს. ქართული ქარტიის შეთავაზების გარდა რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი.
თქვენ ისაუბრეთ, რომ საქმე აქ არის გასაკეთებელი არჩევნების კონტექსტში, თქვენ ჩაერთვებით თუ არა საარჩევნო კამპანიაში? - საპასუხოდ.