ელჩებს მოვუწოდე არა საბოტაჟისკენ, არამედ სინდისისკენ - როცა იქცევიან, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ არიან სწორი თავიანთ სინდისთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „აიპრესის“ ჟურნალისტის შემდეგ კითხვას - დაახლოებით 2 თვის წინ თქვენ უცხო ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს მიმართეთ და განაცხადეთ: „მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არაჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“. რომელიმე ელჩი თუ გამოეხმაურა თქვენს განცხადებას და რისკენ მოუწოდეთ ელჩებს, საბოტაჟისკენ?
,,სინდისისკენ... ესენი არიან წარმომადგენლები სახელმწიფოსი და პირველ რიგში სახელმწიფოს მეთაურის და როცა ესენი არ ცნობენ სახელმწიფოს მეთაურს და იქცევიან, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ არიან სწორი თავიანთ სინდისთან. არავითარი სბოტაჟი არ არის საჭირო, საჭირო არის სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. 30 წლის სტაჟი მაქვს გავლილი დიპლომატიაში, ასე რომ ...", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.