საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი მისთვის მიუღებელია.
კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება, არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველ შემთხვევაში ვეტოს დავადებ. მე არა მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირი კანონი, რომ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, "ხალხის ძალამ" პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი რასაც საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა
ცნობისთვის, ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" განსახილველად კომიტეტებს გადაეცა