გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში …შემართებით! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულობა, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში …შემართებით!“ -  წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.