საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო.

“გული დამწყვიტა ცნობამ  ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის ბააჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების შესახებ.

ბატონი ბაჩანას მთარგმნელობითი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ბოლო ათწლეულების ქართული ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფურცელია.

ამ მძიმე წუთებში ბატონი ბაჩანას ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხხვარ და თანადგომას ვუცხადებ მათ”,-აღნიშნულია სამძიმარში.

ცნობისათვის, ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ფილოსოფოსი ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.