საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
„საქართველო-უნგრეთის მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს.
ჩვენი საუბარი იყო პროდუქტიული და ყოვლისმომცველი. შევეხეთ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი საერთო ინტერესების თემებს.
შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნავს პრემიერი.
Within the framework of the Second 🇬🇪–🇭🇺 Intergovernmental Summit, I had the honor of meeting with H.E. Dr. Tamás Sulyok @DrTamasSulyok, President of 🇭🇺. Our discussion was productive and comprehensive, covering key topics of mutual interest. I emphasized that, alongside our… pic.twitter.com/0XtfAT9C0h
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 12, 2025