ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც იყენებდნენ აქციების დროს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები მიმართავენ შესაბამის უწყებებს საკუთარი განცხადებებით. ეს ჩვენი პოზიცია არის ძალაში. როდესაც, ამ რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა არის მათი რეალური მიზანი. მათი ერთადერთი მიზანია რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება. ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი“, -  განაცხადა პრემიერმა.