როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არის კონკრეტული კომპანია, რომელიც მთელი დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას. უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელს და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება - ფაქტზე გამოძიება დაიწყო








