"ვფიქრობ, რომ თორნიკე რიჟვაძე ძალიან კარგი კანდიდატია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
"მას ძალიან სწორი ხედვა აქვს, ჩვენ თუ როგორ უნდა განვავითაროთ აჭარა და როგორ ავითვისოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, როგორ უნდა შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორ უნდა მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები რეგიონში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა არის მისაღები და ადეკვატური ამ სიტუაციის. აქედან გამომდინარე, გართულებულ სცენარებზე კომენტარის გაკეთებას პრინციპში ალბათ აზრიც არ ექნება"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.