როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი და როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ 26 მაისს ჩატარებულ აქციას ეხებოდა.
„ეს იყო უბრალოდ თავხედობის გამოხატულება. როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი და როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყობ საპროტესტო აქციას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავხედობის გამოხატულება. ეს აჩვენებს მათ სახეს და ამის გამოა, რომ საზოგადოება მათ უცხადებს ნულოვან ნდობას“, - განაცხადა პრემიერმა.










