ემანუელ მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი  აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები საქართველოში ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი  აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფოტო არქივიდან.