ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, ეს არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გალახვის შანსი. ასეთ პირობებში მთელი მათი აქტივობები მიმართულია სწორედ დისკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი, შესაბამისად მაქსიმალურად ეცდებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისათვის, რომ მოახდინონ ცესკოს დისკრედიტაცია.
გახსოვთ რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, იმიტომ, რომ გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ეს ყველაფერი გააყალბა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.