იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ ლასის ბილეთები [შვილებისთვის], ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ ამერიკაში ვიზიტისას შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო პროტოკოლი ზრუნავდა მისი „შვილების სეირნობაზე“ და რა პასუხი ექნებოდა.
პრემიერის განმარტებით, შვილებისთვის ეკონომკლასის ბილეთები პირადად შეიძინა.
„ჯერ ერთი, კორექტულად ისაუბრეთ. მეორე, რაც შეეხება ჩემ შვილებს, ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად. ამისთვის მე პირადად შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები. იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომ კლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.