არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული მას შემდეგ, რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ძალიან მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას ამიტომ გპასუხობთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მე არასოდეს არ მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი, ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადის, სააკაშვილისგან. ახლა შეგახსენებთ მთავარს - მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს რომ კიდევ ერთხელ მეჩვენებინა კონტრასტი ხელწერის, რომ ბიუჯეტს არასდროს არ ვიყენებთ როგორც ბიუჯეტს, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც 10 წელი იყო აქ გამეფებული - პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. მე მაქვს მადლობა ღმერთს შეძლებული ოჯახი. არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული მას შემდეგ, რაც დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ძალიან მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რადგან მისვამთ კითხვას ამიტომ გპასუხობთ, არ არის ეს რაიმე დამალული და რაიმე სიახლე. უნდა გაგერკვიათ ამ ოჯახმა საიდან გადაიხადა. ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლები, დადასტურებული სახსრები. მე ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას და დაელოდეთ, მომავალ წელსაც შევავსებ, ყველაფერი არის გამჭვირვალე" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.