საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” ღონისძიება, საქართველოს მთავრობის პროტოკოლის კრიტიკითა გახსნა. სიტყვის გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ღონისძიებას ბოლომდე ვერ დაესწრებოდა.
პრეზიდენტის კრიტიკას, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა და მადლობა გადაუხადა მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებს.
"გუშინ, განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების და გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, რაც შეეხება პროტოკოლის წესებს.
რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ ქალბატონ პრეზიდენტს ამ ტრიბუნიდან. მინდა, მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა. ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენ სულ მცირე ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, რაც შეეხება პროტოკოლის წესებს. მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური დიასპორის სამსახურის უფროსი დავით ზანთარაია. მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა - მე დიდი ხანია, არაფერი მწყის ამ ქვეყანაში