პოლონეთის საელჩო იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასა და ვიდეოსთან დაკავშორებით განცხადებას ავრცელებს.

"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.  

პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში.  

თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.  

პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და  ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე  და არც  გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.
პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას. 

Ministerstwo Spraw Zagranicznych Rzeczypospolitej Polskiej informuje, że chargé d’affairs a.i. Ambasady RP w Tbilisi został w dniu 17.07.2023 wezwany do MSZ Gruzji w związku z incydentem dotyczącym polskich lekarzy, którzy odwiedzili przebywającego w szpitalu byłego Prezydenta Gruzji Micheila Saakaszwilego. 
Strona polska wyraża zadowolenie i docenia decyzje Rządu Gruzji dot. możliwości przebadania byłego Prezydenta oraz podkreśla pełne zaangażowanie lekarzy gruzińskich w proces jego leczenia.
W trakcie wizyty polskich lekarzy u Prezydenta Micheila Saakaszwilego w klinice Vivamedi w Tbilisi, której celem była pomoc byłemu Prezydentowi, doszło do niezamierzonego, pozbawionego intencji niezgodnych z wypracowaną umową, incydentu, który został natychmiast wyjaśniony na miejscu oraz w trakcie spotkania z Ministrem Spraw Zagranicznych Gruzji. W tym kontekście decyzja Specjalnej Służby Penitencjarnej podlegającej Ministerstwu Sprawiedliwości Gruzji dotycząca upublicznienia nagrania z przeszukania polskiego lekarza oraz szereg emocjonalnych wypowiedzi przedstawicieli gruzińskich organów państwowych przeczą zasadom dobrej współpracy. 
Strona polska podkreśla, że ani incydent, ani ujawnienie go przez władze gruzińskie nie będą miały wpływu na ocenę stanu zdrowia, działań gruzińskich lekarzy, a także na proces analizy wyników badań.
Strona polska niezmiennie liczy na kontynuację współpracy z gruzińskimi Partnerami i deklaruje  gotowość do ewentualnych kolejnych działań, mających na celu pomoc naszym gruzińskim Partnerom i byłemu Prezydentowi Gruzji, Micheilowi Saakaszwilemu.
.
The Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland informs that the chargé d'affairs a.i. of the Embassy of the Republic of Poland in Tbilisi was summoned to the Ministry of Foreign Affairs of Georgia on 17 July 2023 in connection with an incident concerning Polish doctors visiting former President of Georgia Mikheil Saakashvili who is hospitalized.
The Polish side expresses its satisfaction and appreciation of the Georgian Government's decision to allow the former President to be examined. We emphasize the full involvement of Georgian doctors in his treatment.
During the visit of Polish doctors to President Mikheil Saakashvili at the Vivamedi Clinic in Tbilisi, the purpose of which was to help the former President, an unintentional incident occurred.
The incident was devoid of intentions inconsistent with the agreement worked out. It was clarified on the spot and later during the meeting with the Minister of Foreign Affairs of Georgia. In this context, the decision of the Special Penitentiary Service under the Ministry of Justice of Georgia to publish the recording of the search of the Polish doctor, as well as emotional statements issued by representatives of Georgian state bodies, contradict the principles of good cooperation.
The Polish side emphasizes that neither the incident nor its disclosure by the Georgian authorities will affect the assessment of the state of health, the actions of Georgian doctors, and the process of analyzing the results of examinations.
The Polish side invariably counts on the continuation of cooperation with Georgian partners and declares its readiness for possible further actions aimed at helping our Georgian partners and the former President of Georgia, Mikheil Saakashvili." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.