მიშა გამოკეტილი ჰყავთ, თორემ საინფორმაციო იზოლაციაში ნამდვილად არ არის, ზუსტად იცის მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში რა ხდება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ფორმულას ეთერში განაცხადა.
„კარგი იქნებოდა, კომუნიკაციისთვის მიშასთან ჩვენი დეპუტატები შედიოდნენ, იზოლაციაში ჰყავს „რუსულ ოცნებას“, ჩაკეტილი ჰყავთ, იმიტომ რომ მისი ეშინიათ. საინფორმაციო იზოლაციაში ნამდვილად არ არის, ზუსტად იცის მსოფლიოს, სადაც კი აინტერესებს, ყველა კუთხე კუნჭულში რა ხდება, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოში, ჩვენს მიმდებარე რეგიონში. მას საინფორმაციო იზოლაცია, ან ვაკუუმი უნდათ რომ შეუქმნან, რუსული ოცნება იქნება ეს თუ სხვა არაკეთილმოსურნე, ამას ვერ მიაღწევენ და ნამდვილად ვერ შეძლებენ“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.