ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსები, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას. გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა მედიასთან განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პარასკევს იმყოფებოდა ბერლინში. მას ჰქონდა ძალიან დატვირთული შეხვედრა კანცლერ შოლცთან. მათ, რა თქმა უნდა, ისაუბრეს ზოგად საერთაშორისო სიტუაციაზე, ასევე, იმ რისკებზე, რაც შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და ამის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. კანცლერმა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე. უთხრა ისიც, რომ ვუყურებთ 12 პრიორიტეტს, გვინდა, დავინახოთ მკაფიო ნიშნები იმისა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ყველაფერს, რაც ევროკავშირს სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს ასეა. ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსები, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას. გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.