ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ. ახლა ჩვენ გადავდივართ გადამწყვეტ ეტაპზე, როდესაც გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში რეკომენდაციებით და დეკემბერში თქვენ გექნებათ შეხვედრა 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურებთან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტლებას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, იმედი აქვს, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
„დიდი ხნის წინ გამოვთქვი ჩემი პირადი მოსაზრება, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის სვლას ევროკავშირის წევრობისკენ. როგორც ალბათ ყველამ იცის, მომდევნო ნაბიჯი არის კანდიდატის სტატუსი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტიელბას მიიღებს 27 წევრი სახელმწიფო ამ დეკემბერში. ის დაეყრდნობა ანგარიშს, რომელსაც ამჟამად ამზადებს ევროკომისია. ეს ანგარიში გამოქვეყნდება ოქტობერში. ასე რომ, ახლა ჩვენ გადამწყვეტ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში რეკომენდაციებით და თქვენ გექნებათ დეკემბერში შეხვედრა 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურთან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი და საქართველო უფრო მიუახლოვდება წევრობას. ეს არის პროცესი, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ბევრია დამოკიდებული ასევე იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოემზადება საქართველო მომავალი წვერობისთვის. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.