პარლამენტთან მცირე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
1577787853
პარლამენტის შენობის წინ, სადაც ახალ საახალწლო დეკორაციებს ამონტაჟებენ მცირე ინციდენტი მოხდა. "მთავარი არხის" ჟურნალისტს უსაფრთხოების დაცვის წევრებმა პარლამენტის წინ ტერიტორიაზე, შესვლის უფლება არ მისცეს, სადაც საახალწლო დეკორაციების მონტაჟი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს, რამაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავა. დღეს, სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ რკინის ჯებირები მიიტანეს და მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს.
[video width="640" height="368" mp4="https://ipress.ge/wp-content/uploads/2019/12/video-1577786653.mp4"][/video]




