ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, რომელიც თავისი ყოფილი კლუბისგან 263 მილიონ ევროს ითხოვდა, სამშაბათს პარიზის სასამართლოში საქმე ნაწილობრივ მოიგო.
პარიზის შრომითი დავების სასამართლომ „პარი სენ-ჟერმენს“ კილიან მბაპესთვის გადაუხდელი ხელფასის, ბონუსების და ანაზღაურებადი შვებულების სახით დაახლოებით 61 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
დღევანდელი მარცხის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენს“, რომელიც შემხვედრი სარჩელით მბაპესგან 440 მილიონ ევროს ითხოვდა კვლავ აქვს გასაჩივრების შესაძლებლობა.




