საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია – გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი.

გრიგოლ მურღულია წარდგენილი იყო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, მის კანდიდატურას 82-მა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო.

„ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად 83 ხმით აირჩიეს.

კენჭისყრაზე დადგა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: თეა გეგენავა – (12 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი), ელისო გაბადაძე – (12 მომხრე, რვა წინააღმდეგი), თეიმურაზ კეკელიძე – (12 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი), თუმცა მათ საჭირო ხმები ვერ მიიღეს.