პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მესამე მოსმენით წარადგინა.
ცვლილებებით შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და იპოთეკის საკითხები რეგულირდება. კერძოდ, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს დაემატება ახალი - შიდა სახმელეთო წყლების გემის წიგნი, სადაც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების რეგისტრაცია მოხდება.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა 84 ხმით მიიღო.
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ სახელწოდების ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ სახელწოდება „ინვესტიციების სააგენტო“ იქნება და ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაექვემდებარება.
პარლამენტმა ცვლილებების პროექტს 89 ხმით დაუჭირა მხარი.