პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს მომავალ სასესიო კვირას წარადგენს.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანგარიშის წარდგენა გასულ კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გამო გადაიდო.

სპიკერის მხრიდან წლიური ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს.