კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის 198-ე, მე-200, 202-ე და 203-ე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. არსებულ მდგომარეობას და არსებულ გამოწვევებს გაეცნო.

ბაია კვიციანმა სამუშაო შეხვედრა გამართა სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან.  დეპუტატმა  სკოლების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მათ შორის, ადაპტირებულ სახელმძღვანელოებსა და სხვა საგანმანათლებლო რესურსებზე, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე სკოლის ფსიქოლოგთან და სპეციალურ მასწავლებელთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა სოციო-ემოციური მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ მექანიზმებზე.

გასვლითი სამუშაო შეხვედრა კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლა.

თემატური მოკვლევა USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.