პარლამენტმა საშემოდგომო სესიამ მუშაობა დაასრულა.
პარლამენტის პლენარული სესიის დახურვის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს.
პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს (6 თებერვალს) განაახლებს.