პარლამენტი უმრავლესობის მიერ დაინიცირებულ "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს.
განიხილავენ პროექტს, რომლის მიხედვითაც, რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს.
აღნიშნული კანონპროექტი გავრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს. კანონპროექტს ჯერ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.




