"ხვდებიან, რომ მიწა არ აქვთ დაბლა და მთელი საქართველოა მათ წინააღმდეგ, გადავიდნენ რეპრესიებზე, მაგრამ ამ თაობას მაინც ვერ გააჩერებენ. ძალიან ჭკვიანურად მოიქცევიან, თუ დღესვე გამოუშვებენ ლევანსაც და მურთაზ ზოდელავას." – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
" 4 ოქტომბრის აქციის მზადება გაგრძელდება. რა თქმა უნდა, პროცესს ლევანის არყოფნა დაეტყობა, იმიტომ, რომ ლევანი ძალიან აქტიური ადამიანია, დააკლდება ყველა დაკავებული ადამიანი. მეორე მხრივ, ეს ადამიანებისთვის მაგალითია, ესენი გასაჩერებლები არ არიან ერთი წუთითაც, 4 ოქტომბრამდეც არ არიან გასაჩერებელი. 4 ოქტომბერი იყო კარგად მომზადებული, წყნარად, მშვიდად გაგვეკეთებინა ყველაფერი შეტაკებების გარეშე, მაგრამ ახლა უკვე რა მოხდება, არ ვიცი. ამათ ისე მიჰყავთ საქმე, ღმერთმა არ ქნას, როგორც ნეპალში ხდება, ისე მოხდეს აქაც. ამიტომ ეს უნდა ავიცილოთ, თორემ შეიძლება, ასეც მოხდეს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და "კოალიცია ცვლილებებისთვის' წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა.
ასევე, ნეპალნში ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების შედეგად აქციის სულ მცირე 14 მონაწილე მოკლეს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ სოციალური პლატფორმების, მათ შორის Facebook-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. არეულობების ფონზე, ნეპალის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა