"აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის კერძო კომპანია "ლისი დეველოპმენტის" საკუთრებაში", - ამის შესახებ განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე გადაცემა "პრიორიტეტში" ლისზე ხეების ხანძრით დაზიანებასთან დაკავშირებით აცხადებს. მისივე თქმით, ეს კომპანია არ გემავს ამ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობას.
ოთო აბესაძის განცხადებას "ახალი საქართველოს" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ "მერე რა ამიტომ უნდა გადაწვას?"
ოთო აბესაძე: ლევან თუ შეიძლება არ ვაპირებ პოლიტიკური ისტერიკის მოსმენას. მიიღეთ ოფიციალური პასუხი და მოისმინე რაც არის იურიდიულად სწორი.
ლევან ხაბეიშვილი: რა ოფიციალური პასუხი, მერის მოადგილე ერთს იძახის, მერი სხვას იძახის და კომპანია სხვას იძახის.
ოთო აბესაძე: ლევან თქვენ ხართ ანტიპოდი რა არის 21-ე საუკუნის თანამედროვე ქართული პოლიტიკა.
ლევან ხაბეიშვილი: საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგყავთ. კერძო კომპანიააო ამბობთ მაგრამ იმის უფლება აქვს რომ გადაწყვას ტყეე?
ოთო აბესაძე:კომპანიამ გააკეთა განმარტება რომ ამ ტერიტორიაზე არ იგეგმება არანაირი სახის მშენებლობა.
ლევან ხაბეიშვილი: თუ აქ მშენებლობა არ იქნება, ეს შენი დამსახურება კი არ იქნება, ან იმ კომპანიის, ეს იქნება სამოქალაქო აქტივობის რას ფეისბუქზე მოხდა.
ოთო აბესაძე: დაამშვიდეთ თუ შეიძლება, წყალი დაალევინეთ, ისტერიკას ნუ მართავს.