საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, 2016 წელს, როცა ის "ნაციონალურ მოძრაობაში" მოვიდა, პარტია იყო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დავდექით სხვა რეალობის წინაშე, რომ სააკაშვილის გარეშე თქვენ ხართ ნულები. ჩვენ ახლა უნდა დავასრულოთ გაუგებარი დაპირისპირება. ჩვენი ძალა საქმის კეთებისა და კომპეტენციის ერთობაშია. წარსულ დროებზე დარდი უნდა მოვიკლათ, ჩვენ ახლა სხვა ვარსკვლავებს უნდა ვსდიოთ",- აღნიშნა ოთო კახიძემ.