ჩემთვის გაუგებარია, რუსულ კონიაკს ვამზადებთ, როცა ქართველ ხალხს კლავენ - ეს არის ადეკვატური პასუხი?- ამის   შესახებ პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„ძალიან საინტერესო არის, თუ შევადარებთ ევროპის განცხადებასა და ჩვენი პრემიერის განცხადებას კირბალში მომხდარზე. ომი აღარ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღიურად საზღვარზე არის გატაცებები და თუ ომი არ არის, აბა რა არის. ამასობაში კლავენ ქართველებს და მეორე მხრივ ჩვენ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან ფრენები. ეს არის ჩემთვის გაუგებარი. რუსულ კონიაკს ვამზადებთ, როცა ქართველ ხალხს კლავენ, ეს არის ადეკვატური პასუხი? ყოველდღიურად არის ომი. არსებობს რისკები და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ის განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად არის, დარჩით სახლში, საშიში არაფერია, ეს ხალხისთვის დამაჯერებელი არ არის“, - აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.