თუ რატომ ვუწოდებთ მათ ქვეყნის მოღალატეებს,  თინა ხიდაშელის ამ განცხადებაშიც კარგად  ჩანს…
ანუ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - თურმე ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს

"ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ ანძის განათება, რომელიც პროტოკოლური პროცესია, ნიშნავს - საქართველომ დასავლურ ღირებულებებს უღალატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 
რამდენ ასეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას ?! - წერს დეპუტატი "ფეისბუკში".