"ხვდებით, რაზე გვქონდა საუბარი ამდენი ხნის განმავლობაში და რას ვგულისხმობდით? რისგან ვიცავდით ჩვენს ქვეყანას?" - "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა აშშ- ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი და მილიარდერი ბიზნესმენის, და ილონ მასკის მიერ USAID ის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც საკუთარი აზრის ფორმირება არ შეუძლიათ თუ გარედან არ უკარნახებენ …
მიმდინარე პერიოდში, დონალდ ტრამპის, ილონ მასკის და ზოგადად, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან, რასაც ისმენთ USAID-ისა და NED-ის შესახებ, ახლა მაინც ხვდებით რა ნეგატიური გავლენა და როგორი უცხო ჩარევა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში?!
ხვდებით, რაზე გვქონდა საუბარი ამდენი ხნის განმავლობაში და რას ვგულისხმობდით? რისგან ვიცავდით ჩვენს ქვეყანას?
გავლენის აგენტების მომზადება და მათი საჭირო დროს ამოქმედება,
თავისუფალი სიტყვის ცენზურა,
რევოლუციების დაფინანსება,
კორუფცია და ა.შ
სწორედ ეს არის ბრალდებების ჩამონათვალი, რომლებზეც აქტიურად საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი წარმომადგენლები და რომლებსაც ჩვენ, აქ ადგილზე მყოფები, კარგად ვხედავდით
ფოტო: საქართველოში მიმდინარე აქციები ", წერს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. გუშინ „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.