"ნიკა მელიასა და „გირჩების“ დაბალი ხარისხის ეთერმა, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ და მელიამ გახადა უხარისხო, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ფარული სიგიჟე ტრიალებს ოპოზიციაში"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:
"ნიკა მელიასა და „გირჩების“ დაბალი ხარისხის ეთერმა, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ და მელიამ გახადა უხარისხო, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ფარული სიგიჟე ტრიალებს ოპოზიციაში, ამავდროულად გამოააშკარავა რომ:
- სწორედ კეზერაშვილს უკავშირდება გვარამია-მელიას დაფინანსება
- 4 ნომრის ხმები არის მიშასთვის მოპარული ნაცების ხმები!
- როგორი ინტელექტუალური დეფიციტი აქვთ, როცა დებატებში მელიას უშვებენ, ყველა სხვა დანარჩენს კი ეშინია „გირჩების“ ლოგიკის
- როგორი სიმახინჯე წარმოუდგენიათ რადიკალებს სატელევიზიო დებატები - არ უნდა ალაპარაკონ არავინ, უნდა ლანძღონ ჟურნალისტი, რომელმაც დებატები მოუწყო, ამასთანავე არ უნდა უპასუხონ დასმულ შეკითხვებს, რადგან სიმართლის ეშინიათ
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ფანტასტიკური ეთერი იყო .
თვითმმართველობის არჩევნებზე იმედი მაქვს გაითვალისწინებს ამ ყველაფერს მათი ამომრჩეველი, თუმცა შესაძლოა პირიქით უფრო მეტი რადიკალი “დაპორტირდეს” მიშას ნაცებიდან, იმისთვის რომ მეტი დესტრუქცია შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში".