არქიმანდრიტის, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურის, იოვანე (მჭედლიშვილის) განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარი ღია იქნება დღისითაც და ღამითაც მათთვის, ვისაც სურს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს პატივი მიაგოს.
"ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ემშვიდობება სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს. მოგეხსენებათ, კვირას სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალება, მისივე ანდერძის თანახმად. ამ დღეების განმავლობაში ტაძარი ღია იქნება დღისითაც და ღამითაც, მომლოცველებს, მსურველებს, ვისაც უნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოემშვიდობოს, შეეძლებათ, რომ მობრძანდნენ", - განაცხადა მამა იოვანე (მჭედლიშვილმა)




