ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
პატრიარქმა იგნატიუს აფრემ II-მ ილია მეორეს უწოდა „ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“.
„განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს ის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით, ვუსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, ასურული მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს, რომ უფალმა საქართველოს წმიდა ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ღვთიური მადლით განამტკიცოს.
Catholicos-Patriarch Ilia II of all Georgia: “a devoted shepherd and prudent steward of the divine mysteries”
— Mor Aphrem II (@MorAphremII) March 18, 2026
May his soul rest in eternal peace pic.twitter.com/wqo0qfJL5d




