პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ეხმიანება 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

"გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული მძიმე კადრების შეფასებისგან თავს შევიკავებ, ჩემი პოსტის ძირითადი ადრესატები არიან ადამიანები - ზრდასრული ადამიანები, რომლებიც წესით უნდა ათვითცნობიერებდნენ ბავშვების მყიფე ფსიქიკასა და მათ მოწყვლადობას.  

მიუხედავად ამისა, მგონი არ დარჩენილა არცერთი "ინფლუენსერი" ვინც არ დააკომენტარა და საჯაროდ არ შეარცხვინა ეს ბავშვები. 

იმის ნაცვლად, რომ ამ შემთხვევაშიც ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან ემოქმედათ და როგორმე სხვა ფორმით გაგვეანალიზებინა და დაგვენახა ეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზებზე გვემსჯელა, ბავშვების საჯაროდ გაკიცხვა არჩიეს" - წერს ნინო წილოსანი.